დღეს, ნაცების მიერ
მხეცურად მოკლული, ჩემი
მეგობრის, პაატა ქარდავას
შვილს, უმაგრეს ადამიანს,
ბექა ქარდავას შევხვდი.
რამდენჯერაც არ უნდა
მოგვიხდეს მაგ თემაზე
საუბარი, ყოველ ჯერზე მძიმე
გასახსენებელი ამბავია.
თუნდაც ეს ერთი საზარელი
შემთხვევა უნდა იყოს
"ნაციონალური მოძრაობის",
როგორც პოლიტიკური
სუბიექტის აკრძალვის
მიზეზი, - წერს პოლონეთში
საქართველოს საელჩოს
პოლიციის ატაშე გიორგი
გამსახურდია. მისივე
თქმით, კიდევ 928 ასეთი
ფაქტია მომხდარი 2008 წლის
ომის შემდგომ სამთვიან
პერიოდში და ამისთვის
აუცილებლად აგებს პასუხს
"ნაციონალური
მოძრაობა". "დღეს, ნაცების
მიერ მხეცურად მოკლული,
ჩემი მეგობრის, პაატა
ქარდავას შვილს, უმაგრეს
ადამიანს, ბექა ქარდავას
შევხვდი. რამდენჯერაც არ
უნდა მოგვიხდეს მაგ თემაზე
საუბარი, ყოველ ჯერზე მძიმე
გასახსენებელი ამბავია.
თუნდაც ეს ერთი საზარელი
შემთხვევა უნდა იყოს
ნაციონალური მოძრაობის,
როგორც პოლიტიკური
სუბიექტის აკრძალვის
მიზეზი. საზოგადოებამ
კიდევ რომ იცოდეს, ესეთი
ფაქტი, 928 არის მომხდარი 2008
წლის ომის შემდგომ
სამთვიან პერიოდში.
აუცილებლად აგებენ პასუხს
26 ოქტომბრის მერე ეს
მანქურთები", - წერს გიორგი
გამსახურდია. ინფორმაციისთვის,
2008 წლის აგვისტოს ბოლოს
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის აფხაზეთის
მთავარი სამმართველოს
უფროსმა რომან შამათავამ
ცეცხლსასროლი იარაღიდან
თავის არეში ერთი გასროლით
მოკლა პაატა ქარდავა და
ცხედარი ზღვაში გადააგდო.