Ilnapolista-ს ვებგვერდზე ფეხბურთის კომენტატორმა და „ნაპოლის’’ ქომაგმა გვიდო ტრომბეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„კვარამ ნამდვილად დაკარგა შეტევაში წასვლის სიცხადე და ჩვენ უნდა ვიკითხოთ, იქნებოდა თუ არა უკეთესი მისი მთავარი თვისებების გამოყენება: საგოლე პასების შესრულება და გოლების გატანა. ჩემი აზრით, კონტემ უნდა იპოვოს მექანიზმი, რაც ქართველს მისი არაორდინალური ტექნიკური უნარების გამოვლენის საშუალებას მისცემს. თუ განაპირა მცველად რეგულარულად ითამაშებს, არ უნდა ველოდოთ რომ დრიბლინგზე წასვლის მკაფიო მომენტს იპოვის, ბრწყინვალე პასისთვის ადგილს შეარჩევს და 60-მეტრიანი სპრინტის შემდეგ კარისკენ ზუსტად დაარტყამს. ეს სერიოზული პრობლემაა, გადაუჭრელი საკითხია. თუ კვარამ განაპირა მცველის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, სჯობს მის ადგილზე ბებერი ძაღლი ვათამაშოთ’’.
The post “თუ კვარამ მცველის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, სჯობს მის ადგილზე ბებერი ძაღლი ვათამაშოთ” – ცნობილი იტალიელი კომენტატორი ხვიჩას შესახებ საუბრობს appeared first on PNews.ge.