21 ნოემბერს, თელავში,
ბიზნესსექტორის
წარმომადგენლებს პირველად
ექნებათ შესაძლებლობა,
დაესწრონ თიბისის ESG
აკადემიის ტრენინგს - „
ბიზნესის გზა
მდგრადობისკენ - შექმენი
მწვანე
მომავალი“.ტრენინგი
სპეციალურად ბიზნესების
წარმომადგენლებისთვის
შეიქმნა და მიზნად ისახავს
ზოგადი გარემოსდაცვითი
ცნობიერების ამაღლებას და
ბიზნესისთვის სასარგებლო
და რელევანტურ
ინფორმაციის გაზიარებას
კლიმატის ცვლილებასთან
დაკავშირებული რისკების
მიმართულებით. ტრენინგის
შემდეგ, ბიზნესსექტორის
წარმომადგენლებს ექნებათ
ცოდნა მდგრადი
ბიზნესმოდელების, მათი
უპირატესობებისა და
მოსალოდნელი სარგებლის
შესახებ. ამასთანავე, კურსი
დაეხმარება ბიზნესებს მათ
საქმიანობაში მდგრადობის
ხელშემწყობი ფაქტორების
ინტეგრირებაში.თიბისის ESG
აკადემიის სპეციალური
კურსი ორიენტირებულია
მონაწილეებისთვის
არამარტო თეორიული ცოდნის
მიწოდებაზე, არამედ მასში
ინტეგრირებულია
თანამედროვე სწავლების
მიდგომები, რომლებიც
მიღებული ინფორმაციის
პრაქტიკაში გამოყენებას
ისახავს მიზნად.ტრენინგის
პირველ ნაწილში,
შემეცნებითი სამაგიდო
თამაშების, ვიდეოების,
პრაქტიკული
სავარჯიშოებისა და
თეორიული მასალების
საშუალებით, ბიზნესის
წარმომადგენლები მიიღებენ
ინფორმაციას ისეთ
საკითხებზე, როგორებიცაა:
ნარჩენების მართვა და
ცირკულარული ეკონომიკა,
სათბური აირები, მდგრადი
ურბანიზაცია, მდგრადი
სოფლის მეურნეობა,
კლიმატის ცვლილება და მისი
შედეგები საქართველოს
რეგიონებზე და სხვა.
ტრენინგის მეორე ნაწილი კი
დაეთმობა
მონაწილეებისთვის
კონკრეტულ ეკონომიკურ
სექტორებზე მორგებული
ინფორმაციის მიწოდებას.ESG
აკადემიის კურსზე
დასწრების უნიკალური
შესაძლებლობა თიბისის
ბიზნესმომხმარებლებს
აქვთ, რისთვისაც მათ
რეგისტრაცია უნდა გაიარონ
შემდეგ ბმულზე:
სარეგისტრაციო ფორმაESG
აკადემიის პირველი კურსის
განსახორციელებლად,
თიბისიმ მხარდაჭერა ორი
ევროპული ფონდის
ტექნიკური დახმარების
პროგრამის ფარგლებში
მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF
Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ
პროგრამა კი, თიბისისა და
„დეველორის“ აქტიური
თანამშრომლობით შეიქმნა.
პროგრამა ეფუძნება
მდგრადობის მიმართულებით
თიბისიში არსებულ ცოდნასა
და კომპეტენციას, რომლებიც
ტრენინგში გადმოტანილია
„დეველორის“ გამოცდილი
სწავლების მეთოდების
გამოყენებით. თიბისის ESG
აკადემია პირველი
გრძელვადიანი
საგანმანათლებლო
პლატფორმაა, რომელიც
მონაწილეებს ყველა
ტრენინგ პროგრამას სრული
დაფინანსებით, ქართულ
ენაზე სთავაზობს.