4 დეკემბერს, თბილისში,
ბიზნესსექტორის
წარმომადგენლებს ექნებათ
შესაძლებლობა, დაესწრონ
თიბისის ESG აკადემიის
სპეციალურ ტრენინგს - „
ბიზნესის გზა
მდგრადობისკენ - შექმენი
მწვანე
მომავალი“.ტრენინგი
სპეციალურად ბიზნსესების
წარმომადგენლებისთვის
შეიქმნა და მიზნად ისახავს
ზოგადი გარემოსდაცვითი
ცნობიერების ამაღლებას და
ბიზნესისთვის სასარგებლო
და რელევანტურ
ინფორმაციის გაზიარებას
კლიმატის ცვლილებასთან
დაკავშირებული რისკების
მიმართულებით. ტრენინგის
შემდეგ, ბიზნესსექტორის
წარმომადგენლებს ექნებათ
ცოდნა მდგრადი
ბიზნესმოდელების, მათი
უპირატესობებისა და
მოსალოდნელი სარგებლის
შესახებ. ამასთანავე, კურსი
დაეხმარება ბიზნესებს მათ
საქმიანობაში მდგრადობის
ხელშემწყობი ფაქტორების
ინტეგრირებაში.ESG
აკადემიის სპეციალური
კურსი ორიენტირებულია
მონაწილეებისთვის
არამარტო თეორიული ცოდნის
მიწოდებაზე, არამედ მასში
ინტეგრირებულია
თანამედროვე სწავლების
მიდგომები, რომლებიც
მიღებული ინფორმაციის
პრაქტიკაში გამოყენებას
ისახავს მიზნად.ტრენინგის
ფარგლებში განხილული
იქნება:მდგრადი ბიზნეს
მოდელების შესახებ
პრაქტიკული
ინფორმაცია ბიზნესისთვის
რელევანტური კლიმატის
ცვლილების
რისკებისხვადასხვა
ეკონომიკური სექტორის
მიმოხილვა მწვანე
დაფინანსების
მიმოხილვამწვანე
ინიციატივების
უპირატესობები და
გამოწვევებიპრაქტიკული
სავარჯიშოებიბიზნესის
წარმომადგენლები მიიღებენ
ინფორმაციას ისეთ
საკითხებზე, როგორებიცაა:
ნარჩენების მართვა და
ცირკულარული ეკონომიკა,
სათბური აირები, მდგრადი
ურბანიზაცია, მდგრადი
სოფლის მეურნეობა,
კლიმატის ცვლილება და მისი
შედეგები საქართველოს
რეგიონებზე და სხვა.ESG
აკადემიის კურსზე
დასწრების უნიკალური
შესაძლებლობა თიბისის
ბიზნესმომხმარებლებს
აქვთ. ერთი კომპანიიდან
შესაძლებელია რამდენიმე
მონაწილის დასწრება.
გთხოვთ, რეგისტრაცია
გაიაროთ შემდეგ ბმულზე:
რეგისტრაციის ფორმაESG
აკადემიის პირველი კურსის
განსახორციელებლად,
თიბისიმ მხარდაჭერა ორი
ევროპული ფონდის
ტექნიკური დახმარების
პროგრამის ფარგლებში
მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF
Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ
პროგრამა კი, თიბისისა და
„დეველორის“ აქტიური
თანამშრომლობით შეიქმნა.
პროგრამა ეფუძნება
მდგრადობის მიმართულებით
თიბისიში არსებულ ცოდნასა
და კომპეტენციას, რომლებიც
ტრენინგში გადმოტანილია
„დეველორის“ გამოცდილი
სწავლების მეთოდების
გამოყენებით.ESG აკადემია
პირველი გრძელვადიანი
საგანმანათლებლო
პლატფორმაა, რომელიც
მონაწილეებს ყველა
ტრენინგ პროგრამას სრული
დაფინანსებით, ქართულ
ენაზე სთავაზობს.