9 დეკემბერს, გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი
მსახიობი, იოსებ (სოსო)
გოგიჩაიშვილი.მისი
შვილიშვილი, მოდელი ნანუკა
გოგიჩაიშვილი რამდენიმე
სთორიში აქვეყნებს ბაბუას
ფოტოებს და თან ვრცლად
იხსენებს მას და მასთან
ურთიერთობას.„თვენახევარი
იბრძოლა ჩემმა შეუპოვარმა
ჯარისკაცმა, იბრძოლა ისევ
ჩვენთვის, რომ უეცარი
ტკივილი არ მოეყენებინა,
მადლობა ღმერთს, წინა დღეს
ველაპარაკე, მადლობა
ღმერთს, აივიც და ავაც
ელაპარაკნენ. აივის
კონცერტი ჰქონდა მეორე
დღეს და ბაბუს ტექსტი
მოუყვა… მადლიერი ვარ
ყველაფრისთვის, ამ
ცხოვრებაში რომ შენნაირი
ბაბუა შემახვედრა
განგებამ…“, -აღნიშნავს
ნანუკა.