„თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს

Primetime.ge 1 თვე წინ 23
„თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობას თამაზ ალიბეგაშვილი დაიკავებს. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია, მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ გამართული მუშაობა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.„რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა, თამაზ ალიბეგაშვილმა. იგი ბიზნესტექნოლოგიების მაგისტრია. აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ამ თანამდებობას. მინდა, გულწრფელად გისურვოთ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამსახურის სწორად და გამართულად მუშაობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია