„თავს გრძნობს ძალიან მხნედ“ - ანდრო ჭიჭინაძის დედა

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
„თავს გრძნობს ძალიან მხნედ“ - ანდრო ჭიჭინაძის დედა
„როგორც მითხრეს, ანდრო თავს გრძნობს ძალიან მხნედ. ადვოკატები შედიან, მე არანაირი კავშირი არ მაქვს, ამის საშუალებას არ მაძლევენ“, – ამის შესახებ დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ განაცხადა. „ანდრომ სასამართლოზეც ისეთი სიტყვა თქვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ განწყობაზეა, რომ სიმართლე მის მხარეს არის.ყველგან დავდივარ და არ დავდივარ მხოლოდ ანდროს გამო. რა თქმა უნდა, ჩემი შვილია, ცუდ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ყველა, ვინც დაზარალებულია, დასახიჩრებულია, ვინც ციხეში ზის, ვფიქრობ, რომ მათი დედაც ვარ და ასეც იქნება, ვერავინ ვერ გამტეხს“, – თქვა ლიკა გუნცაძემ.ადვოკატმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
სრულად წაიკითხეთ სტატია