ვუნდერკინდი ქუთაისიდან, რომელიც უკვე მე-2 წელია სოციალური ქსელის ვარსკვლავია – 5 წლის გუროს ახალი გატაცება: “8 წლის ასაკში შესაძლოა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდეს” (ფოტო-ვიდეო)

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 23
ვუნდერკინდი ქუთაისიდან, რომელიც უკვე მე-2 წელია სოციალური ქსელის ვარსკვლავია – 5 წლის გუროს ახალი გატაცება: “8 წლის ასაკში შესაძლოა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდეს” (ფოტო-ვიდეო)

პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინ­დი გუ­როს – გუ­რამ მელ­ქა­ძის შე­სა­ხებ ად­რეც ვწერ­დით. ქუ­თა­ი­სელ ბი­ჭუ­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ და მისი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია. ბავ­შვის ვი­დე­ო­ებს მისი დედა – ლიკა მა­მა­გე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად აზი­ა­რებს.

გურო უკვე 5 წლი­საა და მის ცოდ­ნაც დღი­თი დღე ღრმავ­დე­ბა – სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ბევრ რა­მეს სწავ­ლობს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გე­ოგ­რა­ფი­ით, ის­ტო­რი­ით, მა­თე­მა­ტი­კით, უცხო ენე­ბით. უამ­რავ კი­თხვას სვამს და ყო­ველ კი­თხვა­ზე მი­ღე­ბულ პა­სუხს ზედ­მი­წევ­ნით იმახ­სოვ­რებს. ბოლო დროს დიდ ინ­ტე­რესს ჭად­რა­კის მი­მართ იჩენს. ამ­ბობს, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი უნდა გა­მო­ვი­დეს.

ambebi.ge გუ­რამ მელ­ქა­ძის დე­დას, ლიკა მა­მა­გე­იშ­ვილს ესა­უბ­რა. ქალ­ბა­ტო­ნი ლიკა გვიყ­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ვუნ­დერ­კინ­დი ბი­ჭუ­ნას გან­ვი­თა­რე­ბა და რო­გო­რია მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

– გურო თბი­ლი, გო­ნი­ე­რი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია. ხან­და­ხან სა­ერ­თოდ რომ არ ვიცი, ისეთ რა­ღა­ცას იტყვის ხოლ­მე…

– ვიცი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მის მიწ­ვე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ამა­ზე უარს ამ­ბობს…

– კი. ყვე­ლა­ნი ვეხ­ვე­წე­ბით, მათ შო­რის, მე­ზობ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ არ გვთან­ხმდე­ბა. არც უფ­რო­სი შვი­ლე­ბის­თვის და­მი­ძა­ლე­ბია რამე და არც გუ­როს ვა­ტან ძა­ლას. იძუ­ლე­ბით არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. მას არ აქვს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბის სურ­ვი­ლი.

– რო­გორც თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან შე­ვი­ტყვეთ, ბაღ­ში მი­ვი­და…

– ვიდ­რე ბაღ­ში მი­ვიყ­ვან­დი, ყო­ველ­დღე დი­ლის 7 სა­ათ­ზე დგე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, – ადე­ქი და ბაღ­ში წა­მიყ­ვა­ნეო. ეგო­ნა, ამ სი­ახ­ლით, მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სა­ოც­რე­ბა მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ რომ წა­ვიყ­ვა­ნე, რა­ტომ­ღაც ბა­ღის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­ე­კარ­გა. 5 წლი­საა, 5-6 წლი­ა­ნე­ბის ჯგუფ­შია, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სის წყა­რო ბაღ­ში რა­ღაც ვერ მო­ნა­ხა… მერე სულ “გა­ცივ­და” და ამი­ტომ აღარ დაგ­ვყავს. ახლა ვე­უბ­ნე­ბი, ერთი სა­ა­თით მა­ინც რომ მიხ­ვი­დე-მეთ­ქი? მინ­და, რომ ცოტა ხნით მა­ინც დარ­ჩეს იქ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

– დღეს­დღე­ო­ბით წერა-კი­თხვის გარ­და, პა­ტა­რა გუ­რომ რა იცის?

– ზე­პი­რად იცის მსოფ­ლიო რუკა – იცის სად მდე­ბა­რე­ობს ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა, მისი დე­და­ქა­ლა­ქი, იცის კუნ­ძუ­ლე­ბი. ამას წა­მი­ე­რად გი­პა­სუ­ხებთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ღე­ჭი­ლი აქვს და ამ თე­მა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით სა­უბ­რობს. მუდ­მი­ვად მე­კი­თხე­ბა, – ლიკა, მკი­თხე, რაც გინ­და და გი­პა­სუ­ხე­ბო. არ იღ­ლე­ბა. ასე­ვე აღ­გი­წერს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის დრო­შას, თუ რო­გო­რია. ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბაც აქვს. ძა­ლი­ან უყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა. ხსნის ამო­ცა­ნებს… ყვე­ლა მან­ქა­ნის ემბლე­მა იცის.

ქვეშ­მი­წე­რა იცის, ან­გა­რი­ში, გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა, X-იანი გან­ტო­ლე­ბე­ბი, ხსნის ამო­ცა­ნებს… ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ინ­ტე­რესს თვი­თონ იჩენს. ამ­ჟა­მად ის­ტო­რი­ი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი – მათ შო­რის, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომით. მა­მა­მისს, გო­გას ეკი­თხე­ბო­და – პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი ავ­სტრია-უნ­გრეთ­მა რომ და­ი­წყო, მი­ზე­ზი რა იყოო?.. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, როცა გა­ი­გო, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა… ძა­ლი­ან უნდა სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­იბ­რუ­ნოს. პატ­რი­ო­ტია… ჩემი მე­უღ­ლე ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში და გუ­როს ვე­უბ­ნე­ბი წა­ვი­დეთ გერ­მა­ნი­ა­ში-მეთ­ქი, თა­ვი­დან კი, – იტყვის, კარ­გიო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მე­უბ­ნე­ბა, – არა, არა, ვერ წა­მო­ვალ, ლიკა, არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შეო.

მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ­დე­ნი რამ რომ იცის, სკო­ლა­ში ადრე რა­ტომ არ შეგ­ყავ­სო? არა­სა­ბავ­შვო რა­ღა­ცე­ბი კი აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ასე ნა­ად­რე­ვად მა­ინც ვერ შე­ვიყ­ვან, ზედ­მე­ტად ვერ დავ­ტვირ­თავ. ასა­კით როცა მო­უ­წევს, სკო­ლა, მა­შინ მივა.

იმ­დენ რა­მეს იმახ­სოვ­რებს, ვფიქ­რობ, რომ მის­თვის რა­ღაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლაა სა­ჭი­რო, რომ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ი­ღოს. რა­საც სა­ჯა­რო სკო­ლა შეს­თა­ვა­ზებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სა­ერ­თოდ არ გა­მო­ხა­ტოს. მოკ­ლედ, ვფიქ­რობ, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სკო­ლა­ზე, სა­დაც ალ­ბათ სწავ­ლის და­წყე­ბის წინ შე­სა­ბა­მის ტეს­ტი­რე­ბას გა­ივ­ლის და რა­საც დაძ­ლევს, ამა თუ იმ კლას­ში იმის მი­ხედ­ვით დას­ვა­მენ. ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა.

– ცნო­ბი­ლია, რომ უცხო ენე­ბიც იცის.

– იცის გერ­მა­ნუ­ლი, მაგ­რამ უკე­თე­სად ინ­გლი­სუ­რი ენა, რად­გან ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­და­ცე­მებს უყუ­რებს და იქი­დან ის­რუ­ტავს.

– თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან და მისი უნა­რე­ბის გამო გუ­როს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. ქუ­ჩა­შიც ცნო­ბენ, ხომ?

– კი, ცნო­ბენ… გა­რეთ რომ გავ­დი­ვართ, ვთქვათ მარ­კეტ­ში მი­ვე­დით, უცებ ისეთ რა­ღა­ცას იტყვის, ირ­გვლივ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი უყუ­რე­ბენ ხოლ­მე… მარ­კეტ­ში რომ შევ­დი­ვართ, ვი­ყი­დით რა­ღა­ცებს, მა­ნამ­დე დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დებს ნა­ხავს, მერე მო­ლა­რეს გა­ა­ტა­რე­ბი­ნებს, მარ­კე­ტი­დან ხომ გა­მო­ვალთ და მე­ტყვის, – ლიკა, მომ­დევ­ნო დღის­თვის საჭ­მლის თან­ხა ხომ დაგ­რჩა? დიდი ადა­მი­ა­ნი­ვი­თა… ხალ­ხს რომ ეს­მის მისი ეს ლა­პა­რა­კი, ეხ­ვე­ვი­ან, ეხუ­ტე­ბი­ან. თუ რა­მეს ეტყვი­ან, – არ შე­წუხ­დეთ, არ შე­წუხ­დე­თო…მე მის ამ უნა­რებს ალ­ბათ უკვე შე­ვეჩ­ვიე და ისე ვერ აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც სხვე­ბი.

თუ სად­მე მი­ვალთ, იტყვის, – უი, ეს სახ­ლი აუ­შე­ნე­ბი­ათ, ახლა ამა და ამ ნო­მე­რი ავ­ტო­ბუ­სით უნდა წა­ვი­დეთ...

– ჭად­რაკ­საც უკვე კარ­გად თა­მა­შობს, ხომ?

– კი, მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვიყ­ვა­ნე, აინ­ტე­რე­სებ­და. რა­მაზ ერა­ძეს­თან სულ ორი თვე იარა. მერე რა­ღაც ვე­ღარ ვა­ტა­რეთ. ბა­ტონ­მა რა­მაზ­მა გვთხო­ვა, მოგ­ვიყ­ვა­ნეთ, შე­იძ­ლე­ბა, 8 წლის ასაკ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც კი გახ­დე­სო. თა­ვა­დაც ჩემ­პი­ო­ნია, დე­დაც ჭად­რა­კის პე­და­გო­გი ჰყავს. გურო რომ გაკ­ვე­თილ­ზე იყო ხოლ­მე, ბა­ტო­ნი რა­მა­ზი დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, რე­კორ­დის მოწ­მე ვარ­თო. ცნო­ბი­ლი მაგ­ნუ­სი რო­მაა, ასე სწრა­ფად ის ვერ ამოხ­სნის ამ ამო­ცა­ნას (სპე­ცი­ა­ლურ ამო­ცა­ნებს აკე­თე­ბი­ნებ­და), შე­ხე­დე, რა ხერ­ხს მი­აგ­ნოო…

მე ჭად­რა­კი არ ვიცი და დამ­სვამს – თა­ვის თუ ჩემს სვლებს თვი­თონ აკე­თებს. ონ­ლა­ინ რომ ეთა­მა­შე­ბა ადა­მი­ა­ნებს, იქი­და­ნაც ბევ­რი რამ გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ამ­ბობს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა მინ­და, მაგ­ნუ­სი რომ და­ვა­მარ­ცხოო… ახლა ბაღ­ში წას­ვლის სურ­ვი­ლი თუ აღარ გა­მოთ­ქვა, ისევ ჭად­რაკ­ზე მი­ვიყ­ვან.

– ეზოს ბავ­შვებ­თან მე­გობ­რობს?

– გიჟ­დე­ბა ბავ­შვებ­თან თა­მაშ­ზე, მათ­თან ერ­თად კლა­სო­ბა­ნას, და­მა­ლო­ბა­ნას, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში უყ­ვარს. სულ სხვა ად­გილ­ზე თუ ვართ, უცხო ბავ­შვე­ბიც რომ და­ი­ნა­ხოს, მა­შინ­ვე მათ­კენ გარ­ბის. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია. უყ­ვარს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი…

თუ ვი­დე­ოს ჩა­წე­რა არ უნდა, ვერ ჩავ­წერ…

ძა­ლი­ან უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი, ხე­ებს ეხუ­ტე­ბა, ცხო­ვე­ლებს ქუ­ჩა­შიც ეფე­რე­ბა, ფისო ავად გაგ­ვიხ­და, ვე­ტე­რი­ნარ­თან რომ წა­ვიყ­ვა­ნეთ, ექიმს ეკი­თხე­ბო­და – რენტგენს რომ გა­და­უ­ღებთ, ხომ არ ეტ­კი­ნე­ბაო.

რა მან­ქა­ნაც გვქო­ნია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თი­თო­ე­უ­ლი რა ნო­მე­რიც იყო, სულ ახ­სოვს, ასე­ვე ყვე­ლას ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი აქვს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი. რო­დის, სად, რა ტან­საც­მლით ვი­ყა­ვით, ისიც ახ­სოვს. მერე ვა­მოწ­მებ, ფო­ტო­ებ­ზე, თუ ფო­ტოც გვაქვს იქ გა­და­ღე­ბუ­ლი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვრჩე­ბი.

– დებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს?

– სა­ოც­რად უყ­ვარს ისი­ნი. გო­გო­ე­ბი თბი­ლის­ში არი­ან, სწავ­ლო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ კი­დეც. ნინი 20 წლი­საა, მარი – 25-ის. თუ თა­ვი­სი თე­მე­ბით მა­თაც და­ა­ინ­ტე­რე­სებს ხოლ­მე, სი­ხა­რუ­ლით მე­ცხრე ცა­ზეა. დები რად­გან მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ეს მე­სი­ჯებს უტო­ვებს და როცა უპა­სუ­ხე­ბენ, უბედ­ნი­ე­რე­სია. მე­სი­ჯებს ინ­გლი­სუ­რად უტო­ვებს და ნი­ნი­საც უყ­ვარს ინ­გლი­სუ­რად კო­მუ­ნი­კა­ცია, თან კარ­გად იცის. მერე პი­რის­პი­რაც წყა­ლი­ვით სა­უბ­რო­ბენ.

გიჟ­დე­ბა ბა­ბუ­ა­ზე, ანუ მა­მა­ჩემ­ზე – სამ­სა­ხურ­ში რომ მი­დის, გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი აცი­ლებს, მო­მე­ნატ­რე­ბიო. დე­და­ჩე­მის საფ­ლავ­ზე წას­ვლა­საც მთხოვს ხოლ­მე.

– თქვე­ნი ოჯა­ხის როლი მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია…

– სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ჩემს აღ­ზრდა­ში ჩემს ბე­ბია-ბა­ბუ­ას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. მით უფრო, რომ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი იყო, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი… პეწი, სახ­ლის მოვ­ლა, წეს­რი­გი, მცე­ნა­რე­ე­ბის და ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო, მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მათ­გან მოგ­ვყვე­ბა. ვცდი­ლობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს შვი­ლე­ბამ­დეც მი­ვი­ტა­ნო.

წყარო: https://www.ambebi.ge/

სრულად წაიკითხეთ სტატია