სოციალურ ქსელში პოპულარული, ცნობილი ტიკტოკერი, თელაველი მარი – ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„მეგობრებო მარიმ დაგვტოვა, ვერ ვაზროვნებ ძალიან ცუდად ვარ.
რა გავაკეთო მომხედეთ გთხოვთ რეფერალურში ვარ აქ ჰყავთ მარი.
ვის მივაკითხო არ ვიცი, მანქანას გაუტანია“ – წერს სოციალურ ქსელში დინა ნაწიფაშვილი და მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს უზიარებს საზოგადოებას.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
The post “ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ… რა გავაკეთო, მომხედეთ გთხოვთ, რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი… მანქანას გაუტანია“ – რას წერს ტიკ-ტოკერი მარის ახლობელი და რა მოიმოქმედა მძღოლმა საზარელი შემთხვევის შემდეგ appeared first on PNews.ge.