ვგმობთ ჩვენი კოლეგების
მიმართ განხორციელებულ
ძალადობის ფაქტებს, რის
გამოც რამდენიმე მათგანმა
სხეულის მძიმე დაზიანება
მიიღო - "რუსთავი 2-ის"
განცხადება ჟურნალისტებზე
განხორციელებულ
ძალადობრივ
ფაქტებზე.„სამაუწყებლო
კომპანია "რუსთავი 2-ის"
სახელით, გვინდა
განვაცხადოთ, რომ ვგმობთ
ყოველგვარ ძალადობასა და
ჟურნალისტებისთვის
პროფესიულ საქმიანობაში
ხელის შეშლას.ვგმობთ ჩვენი
კოლეგების მიმართ
განხორციელებულ ძალადობის
ფაქტებს, რის გამოც
რამდენიმე მათგანმა
სხეულის მძიმე დაზიანება
მიიღო.აქვე, გვინდა
განვაცხადოთ, რომ
ტელეკომპანია "რუსთავი 2"
ყოველთვის იყო და რჩება
ევროპული ღირებულებების
ერთგული და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის
მხარდამჭერი“, - აღნიშნულია
განცხადებაში.