29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის
ჩათვლით, გამოფენების
ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“,
თიბისის მხარდაჭერით,
სოფლის მეურნეობის, კვების
მრეწველობის,
გადამმუშავებელი და
შემფუთველი ტექნოლოგიების
22-ე საერთაშორისო გამოფენა -
Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024
ჩატარდება.გამოფენის
მხარდამჭერები არიან
ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO
გაეროს სოფლის მეურნეობის
მხარდაჭერის პროგრამა,
ნუშის და კაკლის
მწარმოებელთა ასოციაცია,
ლურჯი მოცვის ასოციაცია და
ნიდერლანდების
საელჩო.Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 „ექსპო
ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა
და მის მიმდებარე გარე
სივრცეში ჩატარდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი
იქნება სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკა,
მანქანა-დანადგარები, ტარა
და შესაფუთი მასალები,
სასათბურე მეურნეობის
ტექნოლოგიები და
აღჭურვილობა, სარწყავი
სისტემები, ლაბორატორიული
აღჭურვილობა, სარგავი და
სათესლე მასალები, სასუქი
და პესტიციდები, კვების
მრეწველობის
პროდუქცია.წელს პირველად
USAID-ის მხარდაჭერით,
გამოფენას ეწვევიან
შემსყიდველები
ინდოეთიდან. ნუშისა და
თხილის მწარმოებლებს
შესაძლებლობა ექნებათ
შეხვდნენ წამყვან
კომპანიებს
ინდოეთიდან. ნიდერლანდების
საელჩოსთან და ლურჯი
მოცვის ასოციაციასთან
თანამშრომლობით, 30
ნოემბერს გამოფენას
ეწვევა ცნობილი
საკონსულტაციო კომპანიის -
TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის
ბიზნესის განვითარების
ტრენერი, რომელიც მთელი
დღის განმავლობაში
ვორქშოფების სერიას
ჩაატარებს. ვორქშოფზე
დასასწრებად, საჭიროა
წინასწარი რეგისტრაცია
ბმულზე. 29 და 30 ნოემბერს 11-დან
17:00 საათამდე, სხვადასხვა
შეხვედრა და პანელური
დისკუსია ჩატარდება, სადაც
დასწრება
თავისუფალია.გამოფენაზე
დასწრება 29 ნოემბრიდან 1
დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00
საათებში იქნება
შესაძლებელი.