„ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა თემაზე აპელირებას სათანადო პასუხი გასცა“ - ნინო წილოსანი

Primetime.ge 12 საათი წინ 3
„ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა თემაზე აპელირებას სათანადო პასუხი გასცა“ - ნინო წილოსანი
ეუთო/ოდირმა ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები და დასკვნები. დოკუმენტში დეზინფორმაციისა და ძალადობის შემთხვევებზეცაა საუბარი. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, გაეცნონ ამერიკის არჩევნებზე გაკეთებულ დასკვნას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ არსებობს არცერთი სანდო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამერიკაში, არჩევნების დროს, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევებს ადგილი ჰქონდა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის კითხვებს სათანადო პასუხი გასცა."შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე დღეს ძალიან საინტერესოდ იყო გამოტანილი ეუთო/ოდირის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც აშშ-ის არჩევნებს შეეხებოდა და ძალიან კრიტიკულად არის შეფასებული რიგი საკითხები - დაშინებისა და ძალადობრივი ფაქტები, იგივე - ჟურნალისტებისა და ამომრჩევლის მიმართ.ოპოზიცია რაღაც პერიოდი აპელირებდა ბიულეტინზე მარკერის გაჟონვის თემაზე. აღნიშნულზეც, ვფიქრობ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნამ სათანადო პასუხი გასცა", - აცხადებს ნინო წილოსანი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია