მარკკეინის ინსტიტუტის
ანგარიში
ხელისუფლებისთვის არის
კიდევ ერთი დასტური, რომ
გარკვეული ძალები
არეულობისთვის
ემზადებიან.აქვე,
პრემიერ-მინისტრმა თქვა,
რომ არც ერთ მსგავს სცენარს
არ აქვს პერსპექტივა. რაც
შეეხება ოპოზიციას -
პარტიებში აცხადებენ, რომ
დაძაბულობას შემოიტანს
მხოლოდ "ქართული ოცნების"
მცდელობა ძალაუფლება
შეინარჩუნოს.პარლამენტის
ფრაქცია ”ქართული
ოცნების” თავმჯდომარის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი აცხადებს, რომ
ანგარიში მიუღებელი და
ამორალურია."ძალიან
სამწუხარო ანგარიშია ეს და
ძალიან შემაშფოთებელი. ეს
არის გაიდლაინი, იმასთან
დაკავშირებით, თუ როგორ
უნდა განვითარდეს
მოვლენები არჩევნების
შემდეგ.ისინი ხაზს უსვამენ,
რომ მიუხედავად იმისა, რომ
"ქართულმა ოცნებამ"
შეიძლება მოიგოს
არჩევნები და მოიგოს ორი
მესამედითო და სულ რომ
აღიაროს ყველამ
ლეგიტიმაციაო რაღაც
პროცესები უნდა
განვითარდესო და პირდაპირ
არის მითითებული, ეს
პროცესები, როგორ უნდა
გადაიზარდოს სამოქალაქო
დაპირისპირებაში. ეს არის
ყოვლად მიუღებელი და
ყოვლად ამორალური
ანგარიში, მათ აბსოლუტურად
არაფერი აინტერესებთ
ჩვენს ქვეყანაში
არეულობის გარდა,"-
აცხადებს ლევან
მაჭავარიანი.