საქართველოს პრეზიდენტმა
სალომე ზურაბიშვილმა
„სამოქალაქო
თავდადებისათვის“ მედიის
წარმომადგენლები
დააჯილდოვა. ჯილდოზე უარი
თქვა „რადიო
თავისუფლებამ“. მედია
ორგანიზაციაში აცხადებენ,
რომ მათი სარედაქციო
პოლიტიკის და ეთიკის
კოდექსის თანახმად „რადიო
თავისუფლება“ სახელმწიფო
ჯილდოებს არ იღებს. „ჩვენ
ყოველთვის
ვხელმძღვანელობთ „რადიო
თავისუფლების“ სარედაქციო
პოლიტიკის და ეთიკის
კოდექსის თანახმად. „რადიო
თავისუფლების“
ჟურნალისტები არ იღებენ
სახელმწიფო ჯილდოებს. ამის
პირველი და მთავარი
საფუძველი არის, პირველ
რიგში, ინტერესთა
კონფლიქტის თავიდან
არიდება. „რადიო
თავისუფლების“
ჟურნალისტებს შეუძლიათ და,
როგორც წესი, მონაწილეობას
იღებენ პროფესიულ
კონკურსებში, სადაც ჟიურის
მიერ ფასდება პროფესიული
ნამუშევარი და ჟიური
დაკომპლექტებულია მედიის
წარმომადგენლების მიერ. ეს
არის სტანდარტი, რომლითაც
ვხელმძღვანელობთ,
სახელმწიფო ჯილდოებს არ
იღებს „რადიო
თავისუფლების“
ჟურნალისტი“, - გვითხრა
„რადიო თავისუფლების“
ახალი ამბების რედაქტორმა
ნინო ხარაძემ.