ეს არის პოლიტიკური დემარში. აშშ-ს უნდა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს და მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული - გია ვოლსკი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან მიღების გაუქმებაზე

Primetime.ge 3 კვირის წინ 29
ეს არის პოლიტიკური დემარში. აშშ-ს უნდა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს და მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული - გია ვოლსკი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან მიღების გაუქმებაზე
ეს არის პოლიტიკური დემარში და უნდა გვესმოდეს აქ არაფერი გაუგებარი არ არის, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ აშშ -მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ. მათ უნდათ, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს და მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძესთან მიღების გაუქმებაზე.„დიდი შეცდომაა, ვინაიდან 2008 წელს ეს ადამიანები, ვისაც დღეს ასეთი დახმარების ხელს უწვდიან, საქართველოს სტაბილურობას და განვითარების პერსპექტივას წინ აუშენეს ძალიან მძიმე ბარიერი, რასაც ჰქვია ქვეყნის ოკუპაცია და ადამიანების უფლებებზე ფეხით გადაიარეს.მიღების ტრადიცია წლების განმავლობაში გრძელდება. ეს არის ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ესალმებიან მაშინაც კი, თუ ბრძოლის ველზე არიან დაპირისპირებულები“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია