ეროვნული ბანკი "მანივალის" ექსპერტთა ანგარიშს ეხმაურება, სადაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სებ-ის ღონისძიებები დადებითად შეფასდა

Primetime.ge 1 კვირა წინ 10
ეროვნული ბანკი "მანივალის" ექსპერტთა ანგარიშს ეხმაურება, სადაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სებ-ის ღონისძიებები დადებითად შეფასდა
 ევროპის საბჭოს "მანივალის" ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშს, ეროვნული ბანკი ეხმაურება, სადაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული. მსგავსად, კომიტეტის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის, საქართველო.სებ-ის განცხადების მიხედვით, კომიტეტის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირებას."ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება განაგრძობს ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით.
სრულად წაიკითხეთ სტატია