“ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ! ვინმემ უთხარით რომ თავს მაგრად იბანძებს! საშინელება ხდება ჩემს თავს!“ – ცისნამი საყვარლიშვილი უკვე მძიმე მდგომარეობაშია

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 29
“ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ! ვინმემ უთხარით რომ თავს მაგრად იბანძებს! საშინელება ხდება ჩემს თავს!“ – ცისნამი საყვარლიშვილი უკვე მძიმე მდგომარეობაშია

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი იტალიაში მრავალი წელი ცხოვრობდა. ახლა ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მის ცხოვრებაში შვილთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მას ძალიან აწუხებს. 

ამჯერად ცისნამი საყვარლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთადერთ შვილს ართმევენ.

“მოქალაქეობაზე გავაგზავნე საბუთები ირაკლისთვის, რომ სერთიფიკატი და ამერიკის პასპორტი აეღო! 

წერილი მოვიდა რომ 11 ოქტომბერს თითის ანაბეჭდებზე უნდა იყოს ლონგ-აილენდის საემიგრაციო ოფისში. მამამის დავურეკე და ვითომ არაფერი, ირაკლი არ ჩამოვაო. ანუ, ამ კაცს ვაფშე ჰკიდია ირაკლის ბედი. ბავშვი ბოლომდე გააბანძეს, წარმოიდგინეთ “ისტ ჰემპტონიდან” ავჭალაში რომ გადახვალ საცხოვრებლად. სწავლა დაიწყო და ჯერ სკოლაშიც არ მიუყვანიათ! ბავშვს მომავალს უნგრევენ და ბოლომდე ანადგურებენ! ირაკლი ჯერ პატარაა და ამას ვერ ხვდება. ჩემს სკოლაში რემონტიაო და სხვა რაღაც ბანძ სკოლას ეძებენ მისთვის, როცა აქ ძალიან მაგარ სკოლაში დადიოდა. ტვინი გამოურეცხეს ბავშვს. უკარგავენ საბუთებს და ამერიკის მოქალაქეობას.

ყველას გთხოვთ ვინც ჩემს შვილს ნახავთ, ან ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, ან ავჭალაში ან თბილისში, გთხოვთ გადაეცით რომ მომავალს ინგრევს! ალექსანდრე ძალიან გაბრაზებულია. ახლა თუ არ ჩამოვა თითის ანაბეჭდებისთვის, ჩვენ სამიგრაციოში უნდა განვაცხადოთ რომ ჩვენთან აღარ ცხოვრობს, ალექსანდრეს პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა. მანდ რომ რამე მოხდეს, ამერიკის მთავრობა პასუხს ჩვენ მოგვთხოვს, ჩვენს სახლშია ჩაწერილი. ეს ხალხი ჩემს შვილს მომავალს უნგრევენ და ყველანი მომსწრე ხართ როგორ ვეხვეწები მას რომ დაბრუნდეს. 

მე აღარ მელაპარაკება და არც მეკონტაქტება. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. დედაჩემი მივიდა ირაკლის სანახავად და სახლში არ შეუშვეს!

საშინელება ხდება ჩემს თავს!

ერთადერთ შვილს მართმევენ და ბავშვს თავგზას უბნევენ!

ვინმემ უთხარით რომ თავს მაგრად იბანძებს!

ახლა თუ არ დაბრუნდება, ჩვენთან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნება!

თავი კოშმარში მგონია! 

ღმერთო გაუნათე გონება მას!”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია