„დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, როცა შეეხო ევროპარლამენტარის დანილო დელა ველეს განცხადებას შეეხო.
ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველო ახალისებს ყველა აქტორს, იმუშაონ მშვიდობისთვის. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველო იცავს მშვიდობას, ვინაიდან იცის მშვიდობის ფასი და უკრაინის ომზე და ამ ომის მსხვერპლზე ქილიკი უზნეობაა.
„ჩვენ კი იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ასეთი „ანტი-კუბილიუსების” ხმას ხშირად გავიგებთ. დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის. ომის თუ ეკონომიკური კრიზისის გაღვივების აჩრდილი პირველ რიგში ევროპაზე ჩამოწვა, რაც არ უნდა “პირიქითა დაშინება” გვესმოდეს ბრიუსელიდან ჩვენს მისამართით. დიახ, ვიცავთ მშვიდობას და ვინარჩუნებთ სტაბილურობას – რამეთუ ომის ფასი ვიცით. ხოლო ამ ეტაპზე მილიონი დაღუპული სლავის გარშემო მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ღლიცინი ცინიზმისა და ნაძირალობის პიკია. 21-ე საუკუნეში მიწასთან გასწორებული უკრაინის დიდი ნაწილის აღდგენა და ოდესღაც ნოყიერი მიწის ნიადაგის თავის „რეპროდუქციულ” კონდიციამდე დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს” და ეს მისასალმებელია”, – წერს დავით ქართველიშვილი.