“ქართული ოცნების“
დასკვნითი შეკრება
თბილისში - მმართველი
პარტია არჩევნებამდე სამი
დღით ადრე, მომხრეებს
თავისუფლების მოედანზე
ელოდება. საღამოს შვიდ
საათზე შეკრებილებს
სიტყვით მიმართავენ
ბიძინა ივანიშვილი და
პარტიის სხვა
ლიდერები.“ქართულ
ოცნებაში“ ელოდებიან, რომ
ღონისძიება მასშტაბური
იქნება - დედაქალაქში
მცხოვრებლების გარდა,
ადგილზე იქნებიან
რეგიონებიდან ჩამოსული
მოქალაქეებიც. პარტიულ
ღონისძიებასთან
დაკავშირებით, მოძრაობა
დილიდან გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე,
სადაც უკვე დასრულებულია
საორგანიზაციო
სამუშაოები:“დღეს ამინდმა
გაგვიმართლა და ძალიან
ბევრ ხალხს ველოდებით.
ელოდებათ კარგი განწყობა,
საინტერესო გამოსვლები,
ლიდერშიპი, რომელიც
საარჩევნო კამპანიას
შეაფასებს და გასცემს იმ
ყველაზე მნიშვნელოვან
დაპირებებს, რასაც
საქართველოს მოსახლეობას
ჰპირდებიან მომავალი 4 წლის
განმავლობაში. პირველ
რიგში, რა თქმა უნდა, ეს
იქნება მშვიდობა და რაც
ძალიან მნიშვნელოვანია,
შევხვდებით მომავალი
საპარლამენტო
არჩევნებისთვის და უკვე
ევროკავშირის წევრები
ვიქნებით,“- აცხადებს
ღონისძიების რეჟისორი
ბაკურ ბაკურაძე.