„მარიამ ციმინტიას შვილი, 20
წლის მოცეკვავე ანა
სარალიძე "ნიჭიერის"
სცენაზე თავის გუნდთან
ერთად, ჰიპ-ჰოპის ცეკვის
ნომრით გამოჩნდა.
საგულშემატკივროდ ანას
პარაფსიქოლოგი და
ექსტრასენსი დედაც თან
ახლდა...გთავაზობთ
ამონარიდს ინტერვიუდან,
სადაც ანა მის პირადსა და
დედაზე საუბრობს:- სკოლიდან
სამოდელო სააგენტოში
მიმიწვიეს. როცა მივედი,
მკითხეს, - ცეკვაზე სად
დადიხარო? ვუპასუხე, -
არსად-მეთქი. დედაჩემმა ეს
რომ გაიგო, გულზე მოხვდა -
რას ჰქვია, ჩემი შვილი
არსად დადისო?! ადგა და
ჰიპ-ჰოპზე შემიყვანა
(იცინის). ჰიპ-ჰოპს 9 წლიდან
ვცეკვავ. მხოლოდ 1 წელი
"ჩავაგდე," რადგან სტუდია
ჩემი სახლიდან შორს იყო,
გარდატეხის ასაკში მყოფს
სიარული მეზარებოდა... რომ
არ მოვიტყუო, ადრე ცეკვას
სერიოზულად არ ვუყურებდი,
მაგრამ ბოლო პერიოდში
მივხვდი, ცეკვის
გაგრძელება მინდოდა,
რადგან ერთ-ერთ სტუდიაში
ქორეოგრაფის ასისტენტად
მუშაობა დავიწყე. ბავშვებს
რომ ვასწავლიდი, ძალიან
მესიამოვნა.- "ნიჭიერში"
შენი მონაწილეობისას
ჩანდა, როგორ ცდილობდა
დედა, დაემშვიდებინე,
მაგრამ ეწინააღმდეგებოდი.
ამ მხრივ, რეალურ
ცხოვრებაში როგორი
სიტუაცია გაქვთ?- პირადად
მე, არ მიყვარს, როცა
რაღაცებს წინასწარ
მეუბნებიან. თუ არ
მომეწონა, მწყინს ან
ვამბობ, რომ არ მჯერა.
მოკლედ, რაც არ მაწყობს, არ
ვიჯერებ. შესაბამისად,
დედასაც არ ვთხოვ ხოლმე,
რაღაცები წინასწარ
მითხრას. თან, ძალიან ბევრს
მუშაობს და მეცოდება, რომ
ეს ვთხოვო...- როდის გაიაზრე,
რომ დედა ნათელმხილველია
და ეს როგორ მიიღე?-
თავდაპირველად, მოსკოვში
რომ წავიდა და
"ექსტრასენსთა ბრძოლაში"
მონაწილეობდა, ძალიან
გამეცინა. საერთოდ, დედა
ისეთი ადამიანია, რომ
ყველაფერი შეუძლია:
კერძების მომზადება,
სიმღერა... ლოგოებსაც
ამზადებდა... ეგ კი არა,
ჩემთან ერთად ცეკვაზეც
დადიოდა! რაკი
ყოვლისშემძლე გახლავთ,
ესეც აღარ გამიკვირდა,
მაგრამ ვიფიქრე, - ალბათ, შოუ
დადგმული იქნება,
რაღაცებში
დაეხმარებიან-მეთქი,
მაგრამ მახსოვს, მისი
ნათელმხილველობის უნარის
როდის დავიჯერე:
საქართველოში რომ
დაბრუნდა, ერთხელ ოჯახი
სუფრასთან ვისხედით. დედა
ბაბუას უყურებდა და უცებ,
ყურში მითხრა, - მალე
გარდაიცვლებაო...
დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა
გარდაიცვალა. მას მერე,
დედაჩემის ყველა სიტყვის
მჯერა: ამას აღარ
ემეგობრები, იმას
დაშორდებიო და ა.შ.
ყველაფერი ცხადდება.
ამიტომ არ მიყვარს, როცა
წინასწარ მეუბნება.წყარო:
ჟურნალი გზა