„დამწვრობა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო“ - 25 წლის გალინა ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

Primetime.ge 1 კვირა წინ 8
„დამწვრობა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო“ - 25 წლის გალინა ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
25 წლის გალინა ნოზაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სხეულის სხვადასხვა მიდამოს თერმული დამწვრობა აღენიშნება.ოჯახის ინფორმაციით, გალინა ნოზაძემ დამწვრობა მეუღლის მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო.გალინა ნოზაძე 13 ნოემბრის შემდეგ მკურნალობს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.ოჯახის ცნობით, გალინა ნოზაძეს ესაჭიროება რეანიმაციაში ხანგრძლივი მკურნალობა, ოპერაციული ჩარევები, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მკურნალობის დასრულება ქირურგიულ განყოფილებაში, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:ლიბერთი ბანკი: GE65LB0711199161877001მიმღები: ასმათი მეტრეველი (დედა).საქართველოს ბანკი: GE82BG0000000345881740GELმიმღები: მადონა ნოზაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია