სალომე ზურაბიშვილი არის
ყოველგვარ წითელ ხაზს
გაცდენილი.
სამართლებრივად
საქართველოს პრეზიდენტად
ითვლება, რეალურად კი ის
მხოლოდ „ნაციონალური
მოძრაობის“ პრეზიდენტია.
მისთვის კონსტიტუციის
დარღვევა არის
ჩვეულებრივი, ყოველდღიური
საქმიანობა და არა მხოლოდ
საქართველოს
კონსტიტუციის. რაც მეტს
შეეცდება რომ
წინასაარჩევნო პერიოდში
ავნოს საკუთარ ქვეყანას,
მით მეტ პლუსს დაიწერს
თავის დღის წესრიგში, -
განაცხადა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
დავით მათიკაშვილმა
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.„ზურაბიშვილი
ხელს არ აწერს კანონს,
რომლითაც ჩვენი ოჯახური
ღირებულებები,
არასრულწლოვანთა დაცვა
იქნება უზრუნველყოფილი.
სალომე ზურაბიშვილი
იქცევა ისე, როგორც ერთი
რიგითი ჩვეულებრივი
„კოლექტიური
ნაცმოძრაობის“
წარმომადგენელი და ამით
ხაზს უსვამს თავის
ნეგატიურ როლს
საქართველოს დღევანდელ
პოლიტიკურ
მოცემულობაში.პოლიტიკური
ძალას, რომელსაც
წარმოადენს „ნაციონალური
მოძრაობა“ და სალომე
ზურაბიშვილი, არ მოსწონს
კანონი, რომელსაც დღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
მოაწერა ხელი. ისინი
პირდაპირ ლგბტ
პროპაგანდის მხარეზე
დგანან. ეს არის ის რეალობა
და მოცემულობა, რომელიც
კანონზე ხელმოწერისგან
თავის შეკავების ჟესტით
პრეზიდენტმა საზოგადოებას
კიდევ ერთხელ ამცნო.აქ
ვხედავთ, რომ ეს ადამიანები
პირდაპირ ლგბტ
პროპაგანდის მხარეს
დგანან, მაგრამ
საინტერესოა ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენასთან
დაკავშირებით არსებულ
ზოგად პროცესებში რომელ
მხარეს დგანან? მხოლოდ ერთი
ჟურნალისტი თვლის, რომ
აფხაზი და ოსი ხალხი ჩვენი
მტრები არიან, თუ სალომე
ზურაბიშვილი და
„ნაცმოძრაობაც“ იგივე
პოზიციაზეა? სეპარატიზმს,
მკვლელობას, ავაზაკობას
ეროვნება გააჩნია? ამ
ყველაფერს ეროვნება არ
აქვს და ყველა ეროვნების
წარმომადგენელი შეიძლება
იყოს ავაზაკი. კარგი იქნება
თუ ჰკითხავს ზურაბიშვილს
აქ რომელ მხარეს დგას,“ -
აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.