დადგა დრო, სრულად გავითვალისწინოთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნები და შევქმნათ "ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა", სადაც პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან, პატიმრებს - ახალაიას საწყაულით, ჯარს - კეზერაშვილის ეკონომიკური ხედვით, ტელევიზიებს - მერაბიშვილის მედიაპლურალიზმით - ლაშა ნაცვლიშვილი

Primetime.ge 13 საათი წინ 3
დადგა დრო, სრულად გავითვალისწინოთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნები და შევქმნათ "ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა", სადაც პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან, პატიმრებს - ახალაიას საწყაულით, ჯარს - კეზერაშვილის ეკონომიკური ხედვით, ტელევიზიებს - მერაბიშვილის მედიაპლურალიზმით - ლაშა ნაცვლიშვილი
აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩვენთან და ჩვენი წესებით თანაცხოვრებას წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობად აღიქვამს. ისიც აშკარაა, რომ ხელისუფლებას საყვედურობენ, არ უსმენს საზოგადოების ამ ნაწილსო, - ამის შესახებ სამართალმცოდნე, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აცხადებს, დროა, საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნები სრულად იქნეს გათვალისწინებული და შეიქმნას "ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა", სადაც, პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან, პაციენტებს - სოფო ჯაფარიძის სტანდარტით, პატიმრებს - ბაჩო ახალაიას მეთოდებით, პროფესორებს - განათლების ყოფილი მინისტრისმ კახა ლომაიას დირექტივებით და ა.შ."აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩვენთან და ჩვენი წესებით თანაცხოვრებას წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობად აღიქვამს. ისიც აშკარაა, რომ ხელისუფლებას საყვედურობენ, არ უსმენს საზოგადოების ამ ნაწილსო. მგონი, დადგა დრო, არათუ მოვუსმინოთ, სრულად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და შევქმნათ "ოცნების მმართველობისგან თავისუფალი ზონა" (ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ოფშორი), სადაც 1. პეტიციაზე ხელმომწერ ბიზნესებს ადეიშვილის წესებით მოეპყრობიან; 2. პაციენტებს - სოფო ჯაფარიძის სტანდარტით; 3. პატიმრებს - ბაჩო ახალაიას საწყაულით; 4. პროფესორებს - კახა ლომაიას დირექტივებით; 5. ჯარს - კეზერაშვილის ეკონომიკური ხედვით; 6. მესაკუთრეებს - ნუნუ გინტურის 7/24 სერვისით; 7. ტელევიზიებს - ვანო მერაბიშვილის მედიაპლურალიზმით; 8. დევნილებს - ფოცხოეწერულად და ასე შემდეგ (ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა)... ჩვენც დავისვენებთ და ისინიც!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.    
სრულად წაიკითხეთ სტატია