როგორც იცით, თბილისის
წმინდა მიქაელ
მთავარანგელოზის
სახელობის ტაძართან ამავე
სამრევლოს წინამძღვრის,
დეკანოზ ალექსანდრე
გალდავას ძალისხმევით
წლებია ფუნქციონირებს
უფასო სასადილო „თხილის
გული“, რომელიც ყოველდღე
მრავალ ხელმოკლე ადამიანს
აპურებს.ამჟამად,
სამწუხაროდ უსახსრობის
გამო აღნიშნული
დაწესებულების
ფუნქციონირება
საფრთხეშია. გაგაცნობთ
მიმართვას, რომელიც
სასადილოს ფეისბუქის
გვერდზე
გამოქვეყნდა:„ვინც ჩვენს
საქმიანობას თვალს
ადევნებს, იცის რომ თხილის
გულს 250 ბენეფიციარი ჰყავს...
ამ ეტაპზე 95 მუდმივი
მეგობრის მფარველობის
ქვეშ, 155 მეგობრის ძიებაშია
და ერთჯერადი დონაციების
წყალობით ყოველდღიურად
იღებენ ცხელ სადილს. ამ
ყველაფერში ხელს გვიწყობს
მაღაზია, რომელიც წლების
განმავლობაში გვამარაგებს
პროდუქციით, თანხას
გვინაწილებდა და
მიუხედავად ბევრი
სირთულისა ვახერხებდით
ბენეფიციარების
დაპურებას. პარალელურად,
მუდმივად ვართ დონორების
ძიებაში, იქნება ეს
იურიდიული თუ ფიზიკური
პირი, რომლებიც თუნდაც ერთ
ბენეფიციარს
იტვირთებენ.ქვეყანაში
შექმნილი მძიმე ვითარების
გამო, კიდევ უფრო
დაგვიმძიმდა მდგომარეობა
და მაღაზიის მიმართ
დაგროვილმა ვალმა 24.000 ლარს
მიაღწია. ამ ეტაპზე
დასაფარი გვაქვს 15.000
ლარი...რას გთხოვთ თქვენ,
დაგვეხმარეთ ამ პოსტის
გაზიარებაში, რაც შეიძლება
ბევრმა ადამიანმა რომ
ნახოს და თუნდაც მცირედით
დაგვეხმაროს. ვალის
გადაუხდელობის
შემთხვევაში, მაღაზია
პროდუქტით ვეღარ
მოგვამარაგებს.“ თიბისი:
GE89TB7555636080100006 მიმღები: თხილის
გული PayPal:
[email protected]