სოციალური ქსელის
მომხმარებელი, მარიამ
ჟორჟოლაძე, Facebook-ზე წერს, რომ
გავრცელდა ცრუ ინფორმაცია,
თითქოს, ბიძამისი გია
ალავერდაშვილი,
სპეცრაზმელია.როგორც
მარიამ ჟორჟოლაძე
აღნიშნავს, ბიძამისი
თითქმის 10 წელია აღარ
ცხოვრობს საქართველოში და
2006 წლიდან აღარ მუშაობს
შსს-ში:„მოგესალმებით
მეგობრებო,დილიდან
გავრცელდა ცრუ ინფორმაცია
თითქოს ბიძაჩემი გია
ალავერდაშვილი ( გრიგოლი
გრიგოლის ძე) არის
სპეცრაზმელი და ხალხს
არბევს რუსთაველზე. 65 წელს
გადაცილებულია. დაათრევენ
ცნობილი ტიპები გვერდიდან
გვერდზე და აზიარებენ
გადაუმოწმებელ
ინფორმაციას.ეს ადამიანი:•
10 წელია თითქმის აღარ
ცხოვრობს საქართველოში;• 2006
წლიდან აღარ მუშაობს შსს-
ში;• იმაზე მეტი აქვს
საქართველოსთვის
გაკეთებული ვიდრე
უმრავლესობა ჩვენგანს, მათ
შორის იბრძოდა აფხაზეთის
ომში და იცავდა თავის
მოქალაქეებს 9 აპრილს
რუსთაველზე.ვინ მოგცათ
იმის უფლება, რომ ადამიანს
ასე გადაუაროთ უმიზეზოდ?
ლანძღოთ, აგინოთ და ღირსება
შეულახოთ. ვინ მოგცათ?
ამგვარი ცრუ ინფორმაციის
გავრცელებით სხვა
ინფოების სისწორეც ეჭვის
ქვეშ დგას
ჩემთვის.აზროვნება როდის
უნდა ისწავლოს ხალხმა,
დაგეშილი ძაღლებივით ვინც
მოხვდებათ ის რომ არ
დაჯიჯგნონ?შეიძლება
არაპოპულარული აზრია და
არავის აწყობს იმის
გავრცელება ახლა, რომ ცრუ
ინფო გავრცელდა და არც
გამიკვირდება ეს პოსტიც
რომ წაშალონ, როგორც
მოგზაურთა ჯგუფში,
წაგვიშალეს პოსტი. მისი
ადმინები კი პირადში
ლანძღავდნენ გიას.ერთ
რამეზე შევთანხმდეთ რა ! თუ
გვინდა განვითარება ცოტა
მეტად უნდა დავატანოთ
ტვინს ძალა და ბრმა იარაღად
არ უნდა ვიქცეთ. ასე
ბიძინას მოშორება ძალიან
გაგვიჭირდება!," - წერს
სოციალურ ქსელში მარიამ
ჟორჟოლაძე.