FIFA-მ The Best FIFA Football Awards 2024-ის ნომინანტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
მართალია, მამარდა საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა, და ამ წოდებისთვის ლუნინი (რეალი/უკრაინა), რაია (არსენალი/ესპანეთი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია), მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა), დონარუმა (პსჟ/იტალია), მენიო (მილანი/საფრანგეთი) და სიმონი (ბილბაო/ესპანეთი) იბრძოლებენ, მაგრამ მამარდას წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის შანსი აქვს და ამისთვის გულშემატკივრების აქტიურობაა საჭირო.
კერძოდ, საჭიროა მითითებულ ბმულზე შესვლა და რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც თითოეულ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, სამი მოცემული სათამაშო სქემიდან ერთი შეარჩიოს და საკუთარი სიმბოლური გუნდი ჩამოაყალიბოს. მამარდას კონკურენტები სიმბოლურ გუნდში მოხვედრისთვის იქნებიან: ლუნინი, რაია, ბონუ, ედერსონი, მარტინესი, დონარუმა, მენიო, ზომერი, უილიამსი და სიმონი. გამოკითხვა 10 დეკემბერს დასრულდება.
The post გიორგი მამარდაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება – “ამჯერად ჩვენ უნდა დავეხმაროთ გიორგის გამარჯვებაში” appeared first on PNews.ge.