რადიკალების დროებითი
ჟრიამული რაღაც „არნახულ
ნეგატივზე“ დროებითია და
დასკვნის სკრუპულოზურად
გაცნობის შემდეგ,
შეიცვლება მათი გლოვით, -
ასე ეხმიანება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
პრემიერ-მინისტრის
განცხადებას, სადაც
მადლობას უხდის ეუთო/ოდირს,
რომელმაც მიუხედავად
თავდასხმებისა, სათანადოდ
შეაფასა საპარლამენტო
არჩევნები და რომ
გამოთქვამს მზადყოფნას,
ითანამშრომლოს
ხელისუფლებასთან
საარჩევნო გარემოს
შემდგომი
გაუმჯობესებისათვის.მისივე
თქმით, ევროსაბჭოს
გენერალური მდივნის ალენ
ბერსესა და ეუთო/ოდირის
საბოლოო ანგარიშების
გაცნობის შემდეგ, თანდათან
დაიწყება დასავლეთის
ცალკეულ "გაბუტულ" ლიდერთა
ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20
იანვრის შემდეგ,
თანამშრომლობის
გაგრძელების აქტიური
გზავნილები.„20 დეკემბერი
დიდი დარტყმაა მილევადი
ნაცოპოზიციისთვის -
ევროსაბჭოს გენმდივნის
შემაჯამებელი
პრესკონფერენციის
გზავნილები და ეუთო/ოდირის
საბოლოო დასკვნა არჩეულ
ხელისუფლებასთან
თანამშრომლობის
სურვილით.რადიკალების
დროებითი ჟრიამული რაღაც
„არნახულ ნეგატივზე"
დროებითია და დასკვნის
სკრუპულოზურად გაცნობის
შემდეგ, შეიცვლება მათი
გლოვით.ევროსაბჭოს
გენერალური მდივნის ალენ
ბერსესა და ეუთო/ოდირის
საბოლოო ანგარიშების
გაცნობის შემდეგ, თანდათან
დაიწყება დასავლეთის
ცალკეულ „გაბუტულ" ლიდერთა
ჯერ მოკრძალებული, ხოლო 20
იანვრის შემდეგ,
თანამშრომლობის
გაგრძელების აქტიური
გზავნილები", - წერს გია
აბაშიძე.