გია აბაშიძე: დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა, აგენტოკრატიის ბოლო "კუდის მოქნევას" როგორმე გადაიტანს თავისუფალი საქართველოს საზოგადოება და არაფრით დაუშვებს "ნაცმაიდანს"

Primetime.ge 3 დღის წინ 6
გია აბაშიძე: დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა, აგენტოკრატიის ბოლო "კუდის მოქნევას" როგორმე გადაიტანს თავისუფალი საქართველოს საზოგადოება და არაფრით დაუშვებს "ნაცმაიდანს"
ექსტრემისტების დაკავებაზე ვითომ ტემპერატურაზე წევს ეუთოს 17 წევრი ქვეყანა ე.წ. "შეშფოთებით" და დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აცხადებს, ანტისახელმწიფოებრივი კლოუნადა მილევადია და აგენტოკრატიის ბოლო "კუდის მოქნევას" ქართული საზოგაოდება როგორმე გადაიტანს."ექსტრემისტების დაკავებაზე ვითომ ტემპერატურაზე წევს ეუთოს 17 წევრი ქვეყანა ე.წ. "შეშფოთებით" და დიდი ბრიტანეთი შსს-ს მაღალჩინოსნებს ასანქცირებს, მაინც ფუჭია სუვერენულ საქართველოსთან ასეთი ბრძოლა. აგენტოკრატიის ბოლო "კუდის მოქნევას" როგორმე გადაიტანს თავისუფალი საქართველოს საზოგადოება და არაფრით დაუშვებს "ნაცმაიდანს".ანტისახელმწიფოებრივთა ბოროტი კლოუნადა მილევადია და ვერანაირი საგარეო "ჟანგბადის ბალონები" უშველით ამ მანქურთებს. ცნობისთვის, 17 ქვეყანა [აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი] ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად - ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში. სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს." - წერს აბაშიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია