ბორელი: „საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რათა კვლავ განიხილებოდეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად“

Civil Georgia 1 თვე წინ 14
ბორელი: „საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რათა კვლავ განიხილებოდეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად“

უკრაინულ გამოცემასთან European Pravda-სთან დღევანდელ ინტერვიუში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება „ძლიერი ცვლილებები, რათა კვლავ განიხილებოდეს  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად“.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ყოფილი ასოცირებული ტრიოს შესახებ დასმულ კითხვაზე და თუ რა აქვთ მათ საერთო, ბორელმა ერთმანეთს შეადარა, ერთი მხრივ, უკრაინასა და მოლდოვაში, და მეორე მხრივ, საქართველოში არსებული სიტუაცია და განაცხადა: „მე ვერ ვხედავ მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის. საერთოდ არანაირს“.

მან აღნიშნა, რომ მაშინ, როცა უკრაინა გაწევრიანების გზაზე პროგრესს აღწევდა ევროკავშირთან ჩართულობის კუთხით, „ეს ასე არ მოხდა საქართველოს შემთხვევაში“. მან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონებსა და „არჩევნებზე აშკარად დაფიქსირებულ პრობლემებზე“ მიუთითა.

 „ჩვენ ვეუბნებოდით საქართველოს მმართველებს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ თუ მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის წევრი და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას, ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ზემოხსენებული პრობლემები.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინებისა და შედეგების გაყალბების არაერთი შემთხვევა გამოავლინეს.

29 ოქტომბერს, ჯოზეფ ბორელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადააც „გამჭვირვალე გამოძიება“ და გამოვლენილი დარღვევების სათანადო გამოძიება მოითხოვა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია