"ბანერებზე პოლიტიკური ტექსტია - "ქართული ოცნების" სისხლიანი ბანერები ნახეთ და თქვენ განსაჯეთ, რომელია ზიზღი" - თამარ კორძაია

Primetime.ge 2 თვის წინ 31
"ბანერებზე პოლიტიკური ტექსტია - "ქართული ოცნების" სისხლიანი ბანერები ნახეთ და თქვენ განსაჯეთ, რომელია ზიზღი" - თამარ კორძაია
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავიანთ ახალი საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბანერებზე პოლიტიკური შინაარსის გზავნილებია, რაც საარჩევნოდ მიღებული ფორმაა. მათივე განმარტებით, ოპონენტების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის ენით ხელისუფლებაა დაკავებული."ზიზღის კამპანია აქვს დაწყებული "ქართულ ოცნებას." "ქართული ოცნების" მხრიდან, 12 წლის განმავლობაში, ჩვენ გვესმის მხოლოდ სიძულვილის ენა, მხოლოდ ზიზღის ენა. საქართველოს მოქალაქეებს ისინი არაფერს სთავაზობენ," - განაცხადა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ჯაფარიძემ."აირჩიე ერთიანობა, მოიშორე ბიძინა" - პოლიტიკური ტექსტია. მათი ბანერები ნახეთ, სისხლიანი ბანერები აქვთ ოპოზიციასთან მიმართებაში და "მოიშორე" და სისხლი - რომელია ზიზღი, ეს თქვენ განსაჯეთ," - აღნიშნა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამარ კორძაიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია