„ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას - ნანი ბრეგვაძე

Primetime.ge 2 კვირის წინ 9
„ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას - ნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რუსთაველის გამზირზე მდგომ ხალხს მიმართავს.„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ დაუშვებელია ახალგაზრდებზე ძალადობა! დაუშვებელია, პოლიცია უსწორდებოდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერ მის თანამოქალაქეს და თვალს ხუჭავდეს კონკრეტული მოძალადეების ქმედებებზე. ეს ბოროტებაა და ომში ყველანი დავმარცხდებით.განვიცდი, როგორც ჩემი შვილთაშვილების, ასევე ყველა იქ მდგომი ადამიანის ბედს. გაუფრთხილდით ჩვენს მომავალ თაობას და გთხოვთ, ამ დღეებში დაპატიმრებულ ახალგაზრდებს ნუ დაუნგრევთ მომავალს.ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვარ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებ ფიზიკურად თქვენთან ყოფნას“, - წერს ნანი ბრეგვაძე განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია