“„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი.
შეხვედრა უაღრესად საინტერესო, თბილი, მეგობრული და ემოციური იყო. ადამიანებთან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და უდიდეს კვალს ტოვებენ თავიანთი საქმიანობით.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღება გავამახვილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულის აქტიური ჩართულობა, ვინაიდან, პარლამენტში ყოფნის დროს პირველ რიგში, ვიხელმძღვანელებ ჩემი ქალაქელების ინტერესებიდან გამომდინარე.
ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ 26 ოქტომბერს, უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრის გამორჩეულ სტუმრებს და ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მობრძანებისთვის,” – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.