ქვეყნის მტრებზე ხალხის
სიმრავლითა და
ერთსულოვნებით თბილისის
დღევანდელ აქციას
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი სოზარ
სუბარი 2012 წლის მასშტაბურ
გამოსვლას ადარებს. როგორც
მან განაცხადა, ეს სიმრავლე
იქნება იმის გარანტია, რომ
საქართველო
გაიმარჯვებს."თუ არ იქნება
მშვიდობა, არ გვექნება
საქართველო და ამიტომ
მშვიდობის შენარჩუნება
აუცილებელია. აუცილებელია,
რომ ქართველი ხალხი
წყვეტდეს საქართველოს
ბედს და არა ქვეყნის
გარედან ისინი, ვისაც ჩვენი
ბედი არ აინტერესებთ.
„ჩვენი თავი ჩვენადვე
გვეყუდნოდეს“ - ეს იყო ილია
ჭავჭავაძის ლოზუნგი და ამ
იდეას, მოწოდებას
მივყვებით დღეს. ამდენი
ხალხი, რაც დღესაა
შეკრებილი, ასეთი
ერთსულოვნება ქართველის
ხალხის არ მახსოვს არ
მახსოვს 2012 წლის შემდეგ და
ეს ერთსულოვნება იქნება
ზუსტად ის, რაც გაიმარჯვებს
ქვეყნის მტრებზე", -
განაცხადა სოზარ სუბარმა.