"არაფერი არ შავდება იმით, რომ არჩევნებს სხვადასხვა ენჯეო დააკვირდება - ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან, მაგრამ ეს ნორმალურია" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 30
"არაფერი არ შავდება იმით, რომ არჩევნებს სხვადასხვა ენჯეო დააკვირდება - ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან, მაგრამ ეს ნორმალურია" - ალექსანდრე რაქვიაშვილი
გაუუქმდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი? ამასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი დღეს, 11:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე განაცხადებს.პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებებს ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ მიაღებინა ხელისუფლებამ ანტიკორუფციულ ბიუროს თავდაპირველად სხვა გადაწყვეტილება და ახლა მის შეცვლას რატომ აიძულებს.საუბარია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ ირაკლი კობახიძის გუშინდელ მოწოდებაზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სხვა შესაბამის სუბიექტებს გააუქმოს საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ძალაუფლება მყიფეა."ის, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პასუხისმგებლობა აქვს "ქართულ ოცნებას", ეს ცნობილია. ხან იმის თქმა, ბატონი კუპრაშვილის თქმით, რომ მხოლოდ ის არის მართალი და შემდეგ კობახიძის მხრიდან იმის გაგება, რომ არა, ამჯერად შეცდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა მათი ძალაუფლება," - აცხადებს აქუბარდია.საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი არ არსებობს."არაფერი არ შავდება იმით, რომ სხვადასხვა ენჯეო დააკვირდება არჩევნებს. ყველას გვესმის, რომ ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან, მაგრამ ეს ნორმალურია. არ არსებობს ამ სამყაროში ადამიანი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ გვყავს ოლქებში და უბნებზე წევრები - ყველა მათგანი პოლიტიკურად მიკერძოებულია და ამას არ ვმალავთ,"- აცხადებს რაქვიაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია