ეზოთერიკოსი, გოგა მანია
„დღის პოსტთან“
სხვადასხვა თემაზე
საუბრობს, მათ შორის კი,
ადამიანების მწუხარების
გაზიარებისა და ბედის
ჩაკეტვის
თაობაზეც.„ძალიან
მნიშვნელოვანია
მედიტაცია, ლოცვა, ვარჯიში
და სწორი კვება, რაც ძალიან
მოქმედებს ასტრალურ
სხეულზე. უმთავრესია, დილა
პოზიტიურად დავიწყოთ.
ადამიანს შეიძლება,
საკუთარი თვალიც კი ეცეს.
ყველაფერი არ შეიძლება
იყოს ჯადო და მაგია, თუნდაც
თვალი. ნებისმიერი სიტყვა
ხსნის პორტალს. ძალიან
მნიშვნელოვანია, რას
ამბობთ და რა მიმართულებას
მისცემთ საკუთარ თავს. არ
უნდა თქვათ, რომ თვალი
გაქვთ ან ვიღაცამ ჯადო
გაგიკეთათ. საქმეზე რომ
წახვალთ, არ თქვათ, რომ
საქმე შეიძლება არ
გამოვიდეს. ჩემზე იმდენი
რამ იყო გაკეთებული,
მაგრამ… ვცდილობდი, ეს
ყველაფერი არ მომეტანა
ჩემთან. არავითარ
შემთხვევაში არ უნდა თქვა
სიტყვა „ვიზიარებ“.
გამოთქვით წუხილი.
იზიარებთ იმას ნიშნავს, რომ
იმ ვითარებას იზიარებთ. რომ
წუხხართ და განიცდით, ეს
იქნება სწორი. დაბადების
დღეებსა და ქორწილებს რომ
ულოცავენ ადამიანები
ერთმანეთს, ეს ბედნიერება
უნდა გაიზიაროთ და არა
წუხილი",- ამბობს გოგა
მანია.