„ქართული ოცნების
“საარჩევნო სიის წევრი,
ირაკლი ჭეიშვილი
„ქრონიკასთან“ აცხადებს,
რომ ყველა კვლევის
მიხედვით, „ქართულ
ოცნებას“ 55-დან 65%-ამდე აქვს
რეიტინგი. მისივე თქმით,
ოპოზიციის დამარცხება
გარდაუვალია.„ქართული
ოცნება“ უალტერნატივოა.
ჩვენ, არაერთი კვლევით,
55-დან 65%-ამდე გვაქვს
რეიტინგი. რაც შეეხება
ოპოზიციას, ესენი, თავიდან
ბოლომდე შანტაჟზე აგებული
პარტიები და ძალიან
უსუსურები. მათ ველზე პულსი
საერთოდ არ ეზომებათ და
მაგათი დამარცხება
გარდაუვალია“, - აღნიშნა
ირაკლი
ჭეიშვილმა.„ქართულმა
ოცნებამ“ ცესკოში
საარჩევნო სია წარადგინა.
სია 170 წევრიანია. 93 წევრის
შემდეგ ყველა ახალი სახეა.