„ამხელა სიწმინდის ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდება დიდი სიხარულია ყველა ადამიანისთვის - ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას“ - არქიმანდრიტი იოვანე

Primetime.ge 2 თვის წინ 34
„ამხელა სიწმინდის ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდება დიდი სიხარულია ყველა ადამიანისთვის - ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას“ - არქიმანდრიტი იოვანე
არქიმანდრიტი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, მამა იოვანე (მჭედლიშვილი) იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოში ჩამოტანას ეხმაურება.სასულიერო პირი ამბობს, რომ დიდი სიხარულია ეკლესიისთვის და თითოეული ადამიანისთვის, რომ ამხელა სიწმინდე ქვეყანაში ბრუნდება."ძალიან დიდი სიხარულია ეკლესიისთვის, ყველა ადამიანისთვის, რომ ამხელა სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში ბრუნდება, საქართველოში ჩამობრძანდება. დღევანდელ დღეს უნდა აღინიშნოს, რომ 1988 წელს, ჩამობრძანდა ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის ხატი, რომელიც სიონშია დავანებული და ეს იყო განსაკუთრებულ დღე. დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანს, რომელმაც ეს დიდი სიწმინდე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას," - ამბობს მამა იოვანე (მჭედლიშვილი).იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიტანეს. იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე, მილიონ ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
სრულად წაიკითხეთ სტატია