მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი 18 სექტემბერს მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.
როგორც ნანკა კალატოზიშვილი წერს, რცხვენია რომ იყო წამყვანი იმ გადაცემის, სადაც წლების წინ კესარია ჰყავდა სტუმრად და მას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვებს უსვამდა.
საუბარია გადაცემაზე „სიმართლის დრო“, რომელიც ახლაც გადის არხზე, ოღონდ სხვა სახელწოდებით.
„წლების წინ, კესარია იყო სტუმრად „სიმართლის დროში“. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და ალბათ ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე“ – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
The post “ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი არასოდეს არაფერი გამიკეთებია, ვერასოდეს ვაპატიებ ჩემ თავს” – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის შესახებ appeared first on PNews.ge.