18-დან 29 ნოემბრამდე წამების
კომიტეტი, „სიპიტი“
ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოში. დელეგაციამ
შეაფასა მოპყრობის
მდგომარეობა, პირობები,
რომელიც წინასწარი
დაკავების იზოლატორებშია.
„სიპიტი“ მალე
წარმოადგენს წინასწარ
დასკვნებს სახელმწიფო
უწყებების მიმართ და
შემდეგ გვაქვს მოლოდინი,
რომ რეაგირება მოჰყვება ამ
ყველაფერს და ნაბიჯი
გადაიდგმება, - განაცხადა
ევროსაბჭოს გენერალურმა
მდივანმა ალენ ბერსემ.მისი
თქმით, მას სახელმწიფო
უწყებების
წამომადგენლებთან ჰქონდა
საუბარი ადმინისტრაციული
წესით დაკავებული აქციის
მონაწილეების
გათავისუფლებასთან
დაკავშირებით, რასთან
დაკავშირებითაც მიიღო
გარკვეული
დაპირებები.„მინდა
ყურადღება გავამახვილო
სამ მნიშვნელოვან
საკითხზე.
პირველი-ფუნდამენტური
თავისუფლებები,
მეორე-დემოკრატია,
მესამე-ბოლო დროს მიღებული
კანონები.უწყებებთან
შეხვედრისას მე
განვაცხადე, რომ
ფუნდამენტური უფლებები,
გამოხატვის თავისუფლება,
მედიის თავისუფლება,
შეკრების თავისუფლება
გაწერილია ადამიანის
უფლებების ევროპულ
კონვენციაში და ეს უნდა
იყოს დაცული. მიუღებელია
ამათი დარღვევა
განსაკუთრებით
დემონსტრანტების და
მედიის წინააღმდეგ. რიგი
განგაშის სიგნალები იქნა
გამოგზავნილი ჩვენს
პლატფორმაზე, რომელიც
ეხებოდა ჟურნალისტების
წინაშე არსებულ საფრთხეს,
მათ დაცვის საჭიროებას და
ასევე, იყო თავდასხმები
მედიის წარმომადგენლებზე.
მივმართე სახელმწიფო
უწყებებს, რომ პირველ რიგში
თავი შეეკავებინათ
არაპროპორციული ძალის
გამოყენებისგან, მეორე,
სწრაფად
განეხორციელებინათ
დამოუკიდებელი,
გამჭვირვალე გამოძიება და
მესამე,
გაეთავისუფლებინათ ყველა
ვინც ადმინისტრაციული
წესი არის დაკავებული.
მივიღე გარკვეული
დაპირებები ამასთან
დაკავშირებით“, - განაცხადა
ალენ ბერსემ.