„ცოტა უხერხულია ასეთი
შეფასებების მოსმენა,
მაშინ როდესაც არავის არ
უთხოვია ექსპერტიზას
დასწრებოდა ან თუ
დაესწრებოდნენ, რას უნდა
დასწრებოდნენ ეს იყო,
წმინდა სიღრმისეული IT
ტექნოლოგიური რევიზია
პროცესის, რომელიც
ხორციელდება ციფრულ
დონეზე, რომელიც
ხორციელდება იმდაგვარდ
დახურულ სივრცეში, სადაც
ფიზიკურად არანაირი
გადაღების და სხვა რამის
შესაძლებლობა არ
არსებობს...“ - ამის შესახებ
ცესკო-ს თავმჯდომარემ
გიორგი კალანდარიშვილმა
გადაცემა „ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში“
განაცხადა. „არავის
უთხოვია ექსპერტიზას
დასწრებოდნენ ან თუ
დაესწრებოდნენ რას უნდა
დასწრებოდნენ, ეს იყო,
წმინდა სიღრმისეული IT
ტექნოლოგიური რევიზია
პროცესის, რომელიც
ხორციელდება ციფრულ
დონეზე, რომელიც
ხორციელდება იმდაგვარდ
დახურულ სივრცეში, სადაც
ფიზიკურად არანაირი
გადაღების და სხვა რამის
შესაძლებლობა არ არსებობს.
ეს ხორციელდება
სპეციალური
სპეციალისტები. ვინ არიან
სპეციალისტები? ისინი
გახლავთ ამერიკული
კომპანია Pro V&V
წარმომადგენლები
ექსპერტები, აუდიტორები, ეს
არის საარჩევნო
ლაბორატორია, რომელსაც
აქვს ხმის მიცემის
სისტემების ტესტირების
უფლებამოსილება. ეს არის
ორიდან ერთი ამერიკული
კომპანია, რომელსაც აქვს
შესაბამისი აკრედიტაცია“, -
განაცხადა გიორგი
კალანდარიშვილმა.