„მიუხედავად იმისა, რომ
საბოლოო ეტაპზე დიდი
პრობლემები არ
აღმოგვიჩენია, ოქმებიც
შედგა შესაბამისად და
არაფერი შეცვლილა, ან არ
გაყალბებულა, აქედან
გამომდინარე ვთქვით, რომ
შეესაბამებოდა ცესკოს
მიერ გამოქვეყნებულ
შედეგებს...“ - ამის შესახებ
"სამართლიანი არჩევნებისა
და დემოკრატიის
საერთაშორისო
საზოგადოების"
აღმასრულებელი დირექტორის
მოადგილემ ლევან
ნატროშვილმა გადაცემა
„ვახო ხუზმიაშვილის
თავისუფალ სივრცეში“
ხმების დათვლასთან
დაკავშირებით
განაცხადა. „ოქმებში
პრობლემები ამ კუთხით არ
ყოფილა, სწორად იქნა
დათვლილი ხმები, სწორად
შეჯამდა და გადაეცა ეს
მონაცემები ცენტრალურ
საარჩევნო კომისიას. აქვე
აღვნიშნეთ, რომ ჩვენი
მეთოდოლოგია მხოლოდ ამას
არ აქცევს ყურადღება
მხოლოდ შეჯამების, დათვლის
პროცესს, აქცენტი ასევე
კეთდება, როგორც უკვე
გითხარით საარჩევნო სხვა
პროცედურების დაცვაზე
დღის განმავლობაში, ხმის
მიცემის პროცედურებზე,
ასევე, ზოგადად საარჩევნო
გარემოზე, წინასაარჩევნო
მიმდინარე მოვლენებს. ამის
საფუძველზე ვიღებთ ხოლმე
გადაწყვეტილებებს... ჩვენი
პოზიცია იყო ასეთი,
ვინაიდან, საკმაოდ ბევრი
დარღვევა და პრობლემა
აღმოვაჩინეთ როგორც
არჩევნების დღეს, ისე
წინასაარჩევნო პერიოდშიც,
ბოლოსკენ განსაკუთრებით
პრობლემური ტენდენციები
დავინახეთ ამომრჩეველზე
ზეწოლის, მოსყიდვის კუთხით,
ჩვენ ვერ დავინახეთ აზრი
იმის, რომ კონკრეტული
მონაცემი დაგვედო. ჩვენ
ვთქვით, რომ შეესაბამებოდა,
მაგრამ კონკრეტული
მონაცემები უბრალოდ,
შეცდომაში შემყვანი არ
ყოფილიყო“, - განაცხადა
ლევან ნატროშვილმა.