PACE მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას

Primetime.ge 2 კვირის წინ 18
PACE მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადება სოციალურ ქსელ X-ში PACE-ს გვერდზე არის გამოქვეყნებული.„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვისაც საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
სრულად წაიკითხეთ სტატია