"აბსოლუტურად შეგუებული
ვიყავი, რომ იანვრის
ბოლომდე მომიწევდა ციხეში
ყოფნა და არაფერი
დამთავრებულა, ახლა იწყება
ყველაფერი. ყველაზე მეტად
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ
ყველა პოლიტპატიმარი, ეს
ადამიანები იყვნენ გარეთ.
სანამ ისინი გარეთ არ
იქნებიან, არ ვთვლი, რომ
ჩემს თავს რაიმე
სასიხარულო ხდება," - ამის
შესახებ კოალიცია "ძლიერი
საქართველოს" ერთ-ერთმა
ლიდერმა, ალეკო
ელისაშვილმა
განაცხადა.ამასთან, როგორც
ალეკო ელისაშვილმა
აღნიშნა, გათავისუფლებას
დღეს არ ელოდა."დღეს დილით
ტელევიზორის ყიდვას
ვაპირებდი, რომ გამეგო
ქვეყნის თავს რა ხდებოდა და
უცბად მითხრეს, რომ
პროცესზე მივდიოდი.
ვერაფრით ვიჯერებდი,
ადვოკატთან კონტაქტი არ
მქონდა. რაღაც რომ მოხდა
ფაქტია, იმიტომ, რომ
არანაირად არ ველოდი, რომ
დღეს გამომიცხადებდნენ,
ველოდებოდი, რომ წიგნებს
მომიტანდნენ და
ტელევიზორს, რომელიც ციხის
მაღაზიაში შევუკვეთე. ამის
ნაცვლად გაიღო ის რაღაც
რკინის ფანჯარა და მითხრეს,
რომ გარეთ უნდა
გამოვსულიყავი, უფრო
სწორედ, სადღაც უნდა
წაგიყვანონო," - აღნიშნა
ალეკო ელისაშვილმა.ალეკო
ელისაშვილის
გათავისუფლების შემდეგ
კომენტარი გააკეთა "ძლიერი
საქართველოს" კიდევ ერთმა
ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ახლა
მნიშვნელოვანია, რომ
მიმდინარე აქციების დროს
დაკავებული და
დაზიანებული პირების
უფლებები იყოს
დაცული."აბსოლუტურად
გაუგებარი იყო დაჭერის და
გამოშვების პროცესიც.
კარგია და ვულოცავ ალეკოს,
რომ გარეთ არის, მაგრამ
პირველი მოთხოვნაა - ყველა
იმ ახალგაზრდის,
პოლიტპატიმრის გამოშვება,
რომელიც დღეს
საპყრობილეშია. ეს
მოთხოვნა არ შეიცვლება,
ჩვენ აქვს იმისათვის ვართ,
რომ მათი უფლებები
დავიცვათ," - განაცხადა
მამუკა
ხაზარაძემ.ცნობისთვის,
სასამართლომ "ძლიერი
საქართველოს" ერთ-ერთი
ლიდერი, ალეკო ელისაშვილი
დარბაზიდან გაათავისუფლა.
მას აღკვეთის ღონისძიების
სახით შეფარდებული
პატიმრობა 4 000-ლარიანი
გირაოს სანაცვლოდ
შეუცვალეს. ამით
მოსამართლემ ნაწილობრივ
დააკმაყოფილა
პროკურატურის
შუამდგომლობა. ბრალდების
მხარე 5 000-ლარიან გირაოს
ითხოვდა. "ძლიერი
საქართველოს" ერთ-ერთ
ლიდერს ძალადობით ან
ძალადობის მუქარით
პოლიტიკური ნიშნით დევნას
ედავებიან.