სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა
სამართალდამცველების
მხრიდან, აქციის
მონაწილეების და
მედიასაშუალების
წარმომადგენლების მიმართ
ძალადობით,
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტებზე
გამოძიება დაიწყო.
საუბარია 333-ე მუხლის მესამე
ნაწილზე.უწყება აცხადებს,
რომ აქტიურად ატარებს
საგამოძიებო მოქმედებებს,
გამოძიების საფუძველი კი
გახდა 28-29 ნოემბერს,
პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე აქციის
მიმდინარეობის დროს,
შემოსული შეტყობინებები
და მედიით გაშუქებული
ვიდეოკადრები.