საოლქო საარჩევნო
კომისიებში საჩივრების
წარდგენის ვადები
დასრულდა.როგორც
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის სპეციალურ
ბრიფინგზე ითქვა, ამ
დროისთვის შეტანილია 1170
საჩივარი, რაც ცესკოს
ინფორმაციით, წინა წლებთან
შედარებით გაცილებით
ნაკლებია."საოლქო
საარჩევნო კომისიებში
საჩივრების წარდგენის
ვადები დასრულდა.2020 წელს
წარმოდგენილი იქნა სულ 2054
საჩივარი, 2021 წელს 1840
საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებთან
მიმართებით სულ
წარმოდგენილია 1170 საჩივარი,
რაც მიანიშნებს კლებით და
იმ დადებით ტენდენციაზე,
რომელიც 2020 წლის შემდეგ
გვაქვს.ამავდროულად
წარმოგიდგენთ, 2020-2024
წლებიდან გამომდინარე
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების და
საარჩევნო სუბიექტების
მიერ წარმოდგენილ
საჩივრებს და სტატისტიკა
აქაც კლებითია.მაგალითად:
სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ
წარმოადგინეს 629 საჩივარი,
2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე
საპარლამენტო არჩევნების
ფარგლებში სულ
წარმოდგენილია 570 -
საჩივარი.რაც შეეხება
საარჩევნო სუბიექტების
მიერ წარმოდგენილი
საჩივრების რაოდენობას, 2020
წელს წარმოდგენილ იქნა 1425
საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო
მიმდინარე არჩევნებზე სულ
წარმოდგენილია 600
საჩივარი,"- აცხადებს
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი სანტურიანი.