საქართველოში თუ ვინმე
ებრძვის ევროინტეგრაციას
და ამ პროცესებს მტრობს,
პირველ რიგში, ეს
რადიკალური ოპოზიციაა.
წლების განმავლობაში ეს
ასე ხდება და ახალი არ არის,
– ამის შესახებ
პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვის
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილმა
განაცხადა.იონათამიშვილი
მოუწოდებს ყველას, პატივი
სცენ ქართველი ხალხის
ნებას.„რა თქმა უნდა,
ცალკეული ქვეყნები ისეთ
საკითხებს დააყენებენ,
რომლებიც ქართველი
ხალხისთვის მისაღები არ
არის, მაგრამ ამ საკითხებს
არანაირი გაგრძელება არ
უწერია, ეს უკვე კარგად
ვიცით. ყველას მოვუწოდებ,
პატივი სცენ, დაემორჩილონ
ქართველი ხალხის ნებას.
როგორია ქართველი ხალხის
ნება, ეს 26 ოქტომბერს
მკაფიოდ გამოჩნდა“, –
განაცხადა რატი
იონათამიშვილმა.