საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
დიდ ბრიტანეთში,
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს
ტურისტულ გამოფენაზე
სპეციალური სტენდით
წარდგა.WTM London 2024-ზე ტურიზმის
ეროვნულ
ადმინისტრაციასთან ერთად
ტურიზმის სექტორიდან 21
კომპანია მონაწილეობს.
საერთაშორისო გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი,
აეროპორტების
გაერთიანება, ასევე
სამეგრელოს დანიშნულების
ადგილის მართვის
ორგანიზაციაა
წარდგენილი.ლონდონის
ტურისტული გამოფენის
ფარგლებში, საქართველოს
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი მაია ომიაძე
შეხვედრებს მართავს
მსოფლიოს წამყვანი
მედიასაშუალების,
დაჯავშნის უმსხვილესი
პლატფორმებისა და
ავიაკომპანიების
წარმომადგენლებთან, მათ
შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic
Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup,
Skyscanner, Wanderlust და
სხვ.შეხვედრებზე
საქართველოში
მარკეტინგული და მედია
კამპანიების ჩატარება,
პრესტურების ორგანიზება
და ტურისტული პროდუქტების
პოპულარიზაცია
განიხილება. „WTM
სტრატეგიულად ძალიან
მნიშვნელოვანი გამოფენაა
ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ
ვიმყოფებით ლონდონში 20-ზე
მეტ ქართულ მსხვილ
ტურისტულ კომპანიასთან
ერთად, რომელიც ამყარებს
პირად კონტაქტებს, ბიზნეს
ურთიერთობებს, იმისთვის,
რომ ერთობლივად
საქართველოში ბევრად მეტი
ტურისტი ჩამოვიყვანოთ.
სამი დღის განმავლობაში
დაგეგმილი გვაქვს ძალიან
მაღალი რანგის შეხვედრები
ავიაკომპანიებთან, მსხვილ
ტურისტულ კომპანიებთან,
მარკეტინგულ და მედია
პლატფორმებთან, რომ
საქართველოს
პოზიციონირება
მოვახერხოთ. გვაქვს
შეხვედრები BBC- სთან, Bloomberg-თან,
სხვადასხვა ტიპის მედია
პლატფორმებთან, მსხვილ
ტურისტულ კომპანიებთან,
ბრიტანეთის ავიახაზებთან-
EasyJet-მარკეტინგული
კამპანიების
განსახორციელებლად“,-განაცხადა
მაია ომიაძემ.გამოფენის
ფარგლებში კერძო სექტორის
წარმომადგენლებს
საშუალება აქვთ B2Bფორმატში
შეხვედრები გამართონ
როგორც ბრიტანულ, ასევე
ევროპულ კომპანიებთან
თანამშრომლობის
გაღრმავების მიზნით.WTM London
2024-ზე, საქართველოს
სტენდთან,
დამთვალიერებლებს
საშუალება აქვთ გაეცნონ
ქვეყნის ტურისტულ
მიმართულებასა და
ტურისტულ პროდუქტებს.WTM London
2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან
დაახლოებით 4 ათასი
ტურისტული კომპანია და
ორგანიზაციაა წარდგენილი,
გამოფენის ვიზიტორთა
რაოდენობა 40 ათასია.