რადიკალური ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ ეს კომუნიკაციები გაგრძელდება, გახშირდება და, ამ ჭრილში, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ უფრო გართულდება - დავით მათიკაშვილი ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ

Primetime.ge 1 კვირა წინ 26
რადიკალური ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ ეს კომუნიკაციები გაგრძელდება, გახშირდება და, ამ ჭრილში, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ უფრო გართულდება - დავით მათიკაშვილი ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ
ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ "ქართული ოცნება" დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ თემაზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით, რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.მანამდე განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემ, რომელშიც ნათქვამია, რომ მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.მაკრონმა ასევე მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა. სატელეფონო საუბარი ივანიშვილსა და მაკრონს შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სჯობს, ოპოზიცია დესტრუქციული რეჟიმიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეს."რადიკალური ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმას, რომ ეს კომუნიკაციები გაგრძელდება, გახშირდება და, ამ ჭრილში, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად გართულდება, თუ, ცხადია, დესტრუქციიდან კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადაინაცვლებენ. არსებობს ისეთი მოცემულობები, რომელიც მსჯელობის შემდეგაც ვერ შეიცვლება. არჩევნები ჩატარებულია და ლეგიტიმური ხელისუფლება უკვე ჰყავს საქართველოს",- აცხადებს მათიკაშვილი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია