ხატია სიჭინავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოება ერთმანეთს არ უნდა უპირისპირდებოდეს.
“ვიცი რა საშინელებაა წყლის ჭავლიც და დუბინკებიც, მიშას დროს ეს ხშირად ხდებოდა, ახალგაზრდებს უბრალოდ არ ახსოვთ.
ვინც აქციაზე არ ვდგავართ ისინიც საკმაოდ ბევრი ვართ და არ შეიძლება რომ საკუთარი არჩევანის გამო ერთმანეთს ქართველი ხალხი დაუპირსპირდეს.
ის რომ 2028 წლამდე ჩვენ არ გავხდებოდით ევროკავშირის წევრი მე ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად იცის.
რა თქმა უნდა, ბევრს არ ესიამოვნება… ჩემთვის თქვენი ბულინგი არაფერია, ქვეყანას ნუ დააბულინგებთ!” – ამბობს ხატია სიჭინავა.