საქართველოს პირველი
არხის ფოტორეპორტიორები,
ირაკლი გედენიძე და მირიან
მელაძე სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურში
გამოიკითხნენ.ირაკლი
გედენიძემ საგამოძიებო
უწყება ცოტა ხნის წინ
დატოვა.ირაკლი გედენიძემ 30
ნოემბერს აქციაზე
მუშაობისას პიროტექნიკის
აფეთქების შედეგად მიიღო
დაზიანება. კადრები
პირდაპირ ეთერში
გადაიცემოდა.„გამომძიებელს
აინტერესებდა, რა მოხდა იმ
მომენტში, ავუხსენი
ყველაფერი. მით უმეტეს, ეს
ყველაფერი გადაიცემოდა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირდაპირი
ეთერით. ასევე მკითხეს,
მქონდა თუ არა მიღებული
რაიმე სერიოზული
დაზიანება. განვმარტე, რომ
სერიოზული დაზიანება არ
მქონია, ჩემმა
აღჭურვილობამ დამიცვა,
უბრალოდ ნახევარი საათის
მანძილზე ფეხს ვერ
ვგრძნობდი და ამან
გამოიწვია ზუსტად ჩემი
გადავარდნა გაზონიდან.
ყველა მოვლენა აღწერა
გამომძიებელმა.
ექსპერტიზის საჭიროება არ
არის. პრობლემა იყო
დაახლოებით ნახევარი
საათის განმავლობაში, რის
შემდეგაც სასწრაფო
დახმარების ჯგუფსაც
ავუხსენი, რომ
საავადმყოფოში გადაყვანის
საჭიროება არ იყო და
გავაგრძელე მუშაობა“, –
განაცხადა ირაკლი
გედენიძემ.მანამდე
გამოკითხვაზე იმყოფებოდა
პირველი არხის ფოტოგრაფი
მირიან მელაძე. მას
გაურკვეველი საგანი
მოხვდა ფეხში ასევე
აქციაზე მუშაობის დროს.
მირიან მელაძე
გამომძიებლების
შეკითხვებს ორ საათზე მეტ
ხანს პასუხობდა. მომხდარზე
დანიშნულია
ექსპერტიზა.„ცოტა ხნის წინ
დასრულდა გამოკითხვა,
დაახლოებით ორი საათის
განმავლობაში
ვიკითხებოდი. დეტალურად
აინტერესებდათ, რა
ვითარებაში მოხდა ჩემი
დაზიანება, სად ვიყავი.
მაქსიმალურად სრული
ინფორმაცია მივაწოდე.
შემომთავაზეს ექსპერტიზის
ჩატარება, რაზეც
დავთანხმდი, რათა გაირკვეს,
რით მივიღე დაზიანება.
ექსპერტიზაზე ვარ
დაბარებული დღეს. ამის
შემდეგ თუ გახდება საჭირო
დაბარება, ხელმეორედ
დამიბარებენ, ამ ეტაპზე
ინფორმაცია არ მაქვს“, –
განაცხადა მირიან მელაძემ.